spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ოთარ თოიძე – ჩვენ ვნახეთ ექიმი და ვნახეთ ბიოუროკრატი მის გვერდით

24 საათის განმავლობაში რამდენიმე მცდელობა იყო შეღწევისა, მაგრამ ეს  არ მოხერხდა, – ამის შესახებ  ცენტრ “ემპათიის” კონსილიუმის  წევრმა, ექიმმა ნევროლოგმა  ოთარ თოიძემ განაცხადა.

 

ის გორის ჰოსპიტალთან მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმთან ნიკოლოზ ყიფშიძესთან ერთდ იმყოფება და მესამე პრეზიდენტის მიხეილ საკაშვიულის მონახულებას უშეეგოდ  ცდილობს.  

 

“24 საათის განმავლობაში რამდენიმე მცდელობა იყო შეღწევისა, მაგრამ ეს ეს არ მოხერხდა, არავითარ მიზეზს არ გვისახელებენ, გვეუბნებიან,  რომ განიხილავენ საკითხს”, – განაცხადა თოიძემ. 

 

რაც შეეხება გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის ნინო გოგორიშვილის განცხადებას,  თოიძე აცხადებს, რომ მას შეექმნა შთაბეჭდილება,  რომ ექიმი საკუთარ ნებას არ გამოხატავდა. 

 

“იგი დათრგუნულ შთაბეჭდილებას ტოვებს, ძალიან ბევრ ეთიკურ და სამედიცინო პრობლემას წამოჭრის. გასათვალისწინებელია არა მარტო ჰოსპიტალისთვის, არამედ სამედიცინო საზოგადოებისთვის. ჩვენ ვნახეთ ექიმი და ვნახეთ ბიოუროკრატი მის გვერდით, რომელმაც განაცხადა, რომ ყველაფერი გაკეთდა და აქ მას მეტი არაფერი ესაქმება. ექიმის განცხადება კი მეტყველებდა საწინააღმდეგოს, რომ ამ ადამიანის მკურნალობა შესაძლებელია თავისუფალ პირობებში. ეს თავისუფალი პირობები ხაზს უსვამს იმას, რომ ყველა სამედიცინო კოლექტივი, რომელთანაც ქონდა ბატონ მიხეილს ურთიერთობა,  ეს იქნებოდა სახელმწიფო კონსილიუმი, სახალხო დამცველის მიერ მოწვეული კონსილიუმი,   თუ ეს მესამე, ალტერნატიული ჯგუფი, ყველა თანხმდებოდა მის სომატური ნევროლოგიური თუ ფსიქოლოგიურ სტატუსზე. ყველა მათგანი მოითხოვდა სხვადასხვა დროს რუსთვის ციხიდან დაწყებული დღევადელ დრომდე  დამთავრებული, რომ მისი მკურნალობა შეუძლებელია საქართველოში, ვინაიდან არ არსებობს პერსონალიზირებული დახმარების არც გუნდი და არც სამედიცინო დაწესებულება”- განაცხადა თოიძემ.

 

მისი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს, მიუხედავად ამის საჭიროებისა არ ჩატარებია მაგნიტო-რეზონანსული კვლევა.

 

“არ არის სათანადო აღჭურვილობა და რა გახდა ბოლო-ბოლო, არ იქნა ამ დრომდე გაკეთებული ერთ-ერთი ძირითადი მნიშვნელოვანი კვლევა, რომელსაც ჩვენ ვეძახით თავის ტვინის MRT-ს (ემერტე), რომელიც ამ ფსიქონევროლოგიური დიაგნოზის საეჭვოობას, როგორც გამოჩნდა განცხადებიდან, თურმე საეჭვო ყოფილა, საბოლოოდ გადაჭრიდა”, – განაცხადა თოიძემ “მთავართან” საუბრისას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები