პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივას ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირეს.
სხდომას ლონდა თოლორაიაც ესწრებოდა, თუმცა მან კომიტეტი პროტესტის ნიშნად დატოვა.
პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს პროექტს, რომლის მიზანიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაა. ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. კანონპროექტის მომხსენებელი განმარტავს, რომ დოკუმენტი საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად მომზადდა.