spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზვიად კუპრავა – მიხეილ სააკაშვილის რუსთვის ციხეში გადაყვანას მოყვება შესაბამისი რეაგირება

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები აცხადებენ,  რომ დღეს შეიკრიბებიან და იმსჯელებენ, თუ რა იქნება მათი სამოქმედო გეგმა – შესაძლოა,  საპროტესტო კარვებმა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსთავის ციხის მიმდებარედ გადაინაცვლოს, სადაც მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს.  

 

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ზვიად კუპრავას განცხადებით, პროტესტი რამდენიმე მიმართულებით გაგრძელდება. 

 

“მიხეილ სააკაშვილის რუსთვის ციხეში გადაყვანას მოყვება შესაბამისი რეაგირება, როგორც იცით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შიმშილობენ, თუმცა პროტესტი გაგრძელდება სხვა მიმართულებითაც, მათ შორის, რუსთავის ციხესთან, მათ შორის, რუსთაველზე და ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც კი შეიძლება პროტესტი მივიდეს ხელისუფლების ყურამდე“, – განაცხადა კუპრავამ.

 

ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა, კეთდება განცხადებები პარლამენტისა და საკრებულოების დატოვებისა და საპროტესტო პროცესების სრულად  ქუჩაში გადატანის შესახებ.  

 

რა გადაწყვეტილებას მიიღებენ პარტიის ლიდერები, დღეს გახდება ცნობილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები