პარლამენტმა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ გიორგი ამილახვარი ერთხმად, 86 ხმით აირჩია.
გიორგი ამილახვარი 2020 -2024 წლის მოწვევის პარლამენტის მუშაობის დაწყებიდან დღემდე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო.
ამილახვარი ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრია.