spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი მშვენიერაძე – მიხეილ სააკაშვილი უფლებების დასაცავად ყველა სამართლებრივი გზის გამოყენებას აპირებს

იურისტმა გიორგი მშვენირაძემ რუსთავის ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. 

 

“აპირებს მისი უფლებების დასაცავად ყველა სამართლებრივი გზის გამოყენებას და ბრძოლას სამართლებრივი საშუალებებით. მას კარგად ესმის და აცნობიერებს, რომ ქვეყანაში არის სერიოზული პრობლემა მართლმსაჯულების პოლიტიზაციასთან დაკავშირებით და აქაური ინსტრუმენტების გამოყენებას გააჩნია საფეხურებრივი მნიშვნელობა, რომ შემდგომ სხვა ინსტანციებში მოხდეს ამის გაგრძელება, მათ შორის იცით, რომ დავათა ნაწილი არის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წაღებული და მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია მისი როგორც დაზარალებულის უფლებების კუთხით მუშაობაც, რადგანაც ის არის მსხვერპლი არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის.

 

ცხადია, ვეცდები, როგორც იურისტმა აღმოვუჩინო სამართლებრივი დახმარება იმ ნაწილებში, რომელთა ნაწილებიც ვფიქრობ, რომ შეიძლება ცალკე ნაწილებად იქნეს გამოყოფილი. მას ამავდროულად ჰყავს ძალიან კარგი იურისტთა ჯგუფი, ადვოკატები, ჩემი კოლეგები, რომლებიც ძალიან კარგად იცავდნენ და სამართლებრივ მომსახურებას უწევდნენ და მათი ძალიან მადლიერია“, – განაცხადა მშვენიერაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები