პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.
პროექტს მხარი დაუჭირა 81-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ წავიდა შვიდი კანონმდებელი.
პარლამენტის გადაწყვეტილებით, გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, მის ბაზაზე ორი ახალი სამსახური – პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და საგამოძიებო სამსახურები იფუნქციონირებს.
ეს სამსახურები მომავალი წლის მარტიდან ამოქმედდება. პარლამენტის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ სამსახურებში გადანაწილდება 120 თანამშრომელი, რომელიც ამჟამად ინსპექტორის სამსახურში არის დასაქმებული.