spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილმა საახალწლოდ 14 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 14 მსჯავრდებული შეიწყალა.

 

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, აქედან 9 მსჯავრდებული პენიტენცირ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, 1 მსჯავრდებულს შეუმცირდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელი, დარჩენილი 4 მსჯავრდებული შეწყალებულ იქნა სხვადასხვა სახის სასჯელისაგან, როგორიცაა პირობითი სასჯელის შემდგომი მოხდა, პირობითი სასჯელის ვადის შემცირება, შინაპატიმრობის სასჯელისგან გათავისუფლება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეზღუდვისგან გათავისუფლება.

 

შეწყალების აქტი საქართველოს პრეზიდენტმა 2021 წლის 31 დეკემბერს გამოსცა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები