spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ქალს, რომელმაც უსახსრობის გამო კლინიკაში ახალშობილის დატოვების შესახებ განაცხადა, სახელმწიფო დაეხმარება

ქალს, რომელმაც უსახსრობის გამო კლინიკაში ახალშობილის დატოვების შესახებ განაცხადა, სახელმწიფო დაეხმარება. 

 

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩართულობით, ოჯახის მხარდაჭერი სერვისების რესურსის ფარგლებში შეეთავაზა ყველა საჭირო პროგრამა დედისა და შვილების ერთად ცხოვრების უზრუნველყოფის მიზნით. მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე არ არსებობს შვილის დედისაგან განცალკევების საჭიროება.

 

დედისა და შვილისთვის უზრუნველყოფილია საცხოვრებელი გარემო შესაბამისი მომსახურებით დედათა და შვილთა თავშესაფარში, სადაც საცხოვრებლად გადავა ბავშვის საავადმყოფოდან გაწერისთანავე.

 

დედამ  ახალშობილზე უარი ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში განაცხადა. მისი თქმით,  შვილის მოვლა არ შეეძლო და იძულებული იყო დაეტოვებინა. მოგვიანებით სოციალურ სამსახურს მიმართა და დახმარება ითხოვა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები