spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლონდა თოლორაია – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის ელჩმა ასე ხმამაღლა დააფიქსირა თავისი პოზიცია

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის ელჩმა ასე ხმამაღლა დააფიქსირა თავისი პოზიცია, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსმა ლონდა თოლორაიამ აშშ-ის საელჩოს განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

 

თოლორაიას თქმით, ჯერ კიდევ რჩება შანსი, რომ ეს გადაწყვეტილება შეჩერდეს, რაც შესაძლებელია პრეზიდენტის ვეტოს ამოქმედებით.

 

“განცხადებაში ხაზგასმულია ის ძირითადი ყურადსაღები გარემოებები, რასაც ასევე მეც ვამბობდი. ძალიან მნიშვნელოვანია,  რომ აშშ-ის ელჩმა ასე ხმამაღლა დააფიქსირა თავისი პოზიცია. ეს არის ძალიან მკაფიო მესიჯი, რომ მე შენ გეხმარები დემოკრატიული ინსტიტუტების შენებაში და არა ნგრევაში. 

 

ძალიან დიდი იმედი მაქვს პრეზიდენტის ვეტოსი.  მინდა მჯეროდეს, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრების შანსი ამ ადამიანებს აქვთ. ჯერ კიდევ არის დრო, რომ ეს გადაწყვეტილება არ იქნეს ბოლომდე მიყვანილი”, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები