spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილი – საქართველო, როგორც არასდროს, საჭიროებს თქვენს მამობრივ მზრუნველობასა და ლოცვას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს.

 

“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტატესს ილია II-ს,

 

თქვენო უწმინდესობავ, გილოცავთ დაბადების დღეს ქართული საზოგადოების სახელით. 

 

მთელ მსოფლიოში მიმოფანტული ქართველობა თქვენი ლოცვით ინარჩუნებს რწმენას, სამშობლოს სიყვარულსა და მორალურ პრინციპებს. 

 

დღეს, როცა პანდემია მძვინვარებს და ჩვენი საზოგადოება შეპყრობილია პოლარიზაციის სენით, საქართველო, როგორც არასდროს, საჭიროებს თქვენს მამობრივ მზრუნველობასა და ლოცვას. 

 

მრავალფეროვანი ქართული საზოგადოების სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას და მხნეობას. პატივისცემით და სიყვარულით სალომე ზურაბიშვილი“, – აღნიშნულია მილოცვაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები