spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კლინიკაში 19 წლის გარდაცვლილი ქალის ოჯახის ბრალდებებს უარყოფენ

19 წლის ქალის გარდაცვალების საქმეზე, ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში პირველი კომენტარი გაკეთდა. სამედიცინო დაწესებულებაში მედიკამენტების უვარგისობასთან და ასევე ნარკოზის ზედოზირებასთან დაკავშირებით ოჯახის ბრალდებებს უარყოფენ.

 

“ანესთეზიის დროს განვითარდა გულის გაჩერება. რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად, აღდგა გულის რითმი. პაციენტი გადაყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში, რის შემდეგაც 15-დღიანი მკურნალობის შედეგად, სამწუხაროდ, ვერ მოხდა პაციენტის სიცოცხლის გადარჩენა და განვითარდა ბიოლოგიური სიკვდილი.

 

მედიკამენტებს რაც შეეხება, ყველა მედიკამენტი, რომელიც კლინიაკში არის ამ შემთხვევაში გამოიყენება, არის ლიცენზირებული და დამტკიცებული სამინისტროს მიერ.

 

მიზეზებზე თავს შევიკავებ განმარტებისგან, უნდა დაველოდოთ დასკვნას”, – განაცხადა ექიმმა გიორგი ხუციშვილმა

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები