spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ყაზახეთის პრეზიდენტი – რაც არ უნდა მოხდეს, დედაქალაქში ვიქნები

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს.

 

“რაც არ უნდა მოხდეს, დედაქალაქში ვიქნები. უახლოეს დროში ყაზახეთის პოლიტიკური ტრანსფორმაციის საკითხზე ახალი წინადადებებით გამოვალ. კვლავ მხარს ვუჭერ ეტაპობრივი რეფორმების მიდგომას“, – განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ დღეიდან უსაფრთხოების საბჭოს უხელმძღვანელებს, რომელსაც აქამდე სათავეში ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი ედგა.

 

საწვავზე ფასის მატების გამო დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეებმა ქალაქის ადმინისტრაციის შენობა და პრეზიდენტის რეზიდენცია დაიკავეს. ორივე შენობას ცეცხლი უკიდია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები