spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საგარეო უწყება – საქართველო-ყაზახეთის რეისები ჩვეულებრივად დაფრინავს, საელჩო მუშაობს ჩვეულ რეჟიმში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო-ყაზახეთის რეისები ჩვეულებრივად დაფრინავს.

 

მისივე ცნობით, ყახაზეთში საქართველოს საელჩო მუშაობს ჩვეულ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

 

“ყახაზეთში საქართველოს საელჩო მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, დაუკავშირდნენ ამ ნომერზე +7 (717) 224-32-58.

 

რაც შეეხება ფრენებს, საქართველო-ყაზახეთის რეისები ჩვეულებრივად დაფრინავს“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

 

ყაზახეთში მასობრივი არეულობის ფონზე, ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები