spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე სამადაშვილი – ყაზახეთში არ არსებობს ორგანიზებული ოპოზიცია, რომ სახალხო პროტესტი დემოკრატიულ ცვლილებებში გადაიზარდოს

ყაზახეთში არ არსებობს ორგანიზებული ოპოზიცია,  რომ სახალხო პროტესტი დემოკრატიულ ცვლილებებში გადაიზარდოს, – ამის შესახენ Front News-ს ფრაქცია “ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილემ,  დიპლომატმა სალომე სამადაშვილმა განუცხადა.

 

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ყაზახეთთან საქართველოს შედარება და ანალოგები უადგილოა. 

 

მისივე თქმით, მიუღებელია, როდესაც ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ უცხო ქვეყნის ძალას იყენებს. 

 

“ნაკლებ სავარაუდოდ მეჩვენება ყაზახეთში დემოკრატიული რევოლუციის სცენარი, რომელიც საქართველოში რატომღაც გახდა განხილვის თემა.  ამის მიზეზი, პირველ რიგში, არის ის,  რომ ყაზახეთში არ არსებობს ორგანიზებული ოპოზიცია,  რომ სახალხო პროტესტი რაღაც ტიპის პოლიტიკურ ცვლილებებში, გადაიზარდოს. 

 

რადგანაც პოლიტიკური ოპოზიცია არ არსებობს, ამიტომ არ მგონია, რომ ეს გამოსვლები ხელისუფლების შეცვლის მომასწავებელი იყოს.

 

ის ფაქტი, რომ ყაზახეთმა დახმარებისათვის მიმართა “კოლექტიური უსაფრთოების ხელშეკრულების ორგანიზაციას”, (რომლის წევრები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და ყაზახეთი),  რა თქმა უნდა,  მიუღებელია. ნებისმიერმა ხელისუფლებამ რომ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ გარეშე ძალა გამოიყენოს, ძალიან შემაშფოთებელია. 

 

რაც შეეხება პარალელებს საქართველოსთან, ვერ ვხედავ ვერავითარ  პარალელებს, რადგან საქართველოს დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით ბევრად გრძელი გზა აქვს გავლილი. ეს გზა ჩვენ უკვე გავიარეთ”, – განაცხადა სამადაშვილმა. 

 

მისივე თქმით, საქართველოსათვის ყაზახეთში განვითარებული მოვლენები გეოპოლიტიკური კონტექსტის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. 

 

“ჩვენთვის, ცხადია, საყურადღებოდა, რადგან განვითარებული მოვლენები შეეხება რეგიონს, სადაც რუსეთსაც, დასავლეთსაც თავისი ინტერესები აქვს.  ჩვენც ფართო მასშტაბით, ამ რეგიონის ნაწილიც ჩვენც ვართ”, – განაცხადა სამადაშვილმა. 

 

ყაზახეთი მასშტაბურმა პროტესტმა მოიცვა, არიან დაღუპულები, ქვეყნის პრეზიდენტმა დახმარება ითხოვა, ყაზახეთში უკვე შედიან რუსი “მშვიდობისმყოფელები”. 

 

ყაზახეთში მიმდინარე მომვლენების პარალელურად საქართველოში ოპოზიციის მისამართით კრიტიკა ისმოდა, რომ მათ ყაზახეთისაგან განსხვავებით ქუჩაში ხალხის გამოყვანა ვერ შეძლეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები