ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს ყაზახეთის სუვერენიტეტს. საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს ყაზახეთში უცხო ჯარების შეყვანის საკითხს.
“ძალადობა უნდა შეწყდეს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს მაქსიმალური თავშეკავებისა და არსებული სიტუაციიდან გამოსავლის ძებნისკენ. რა თქმა უნდა, ევროკავშირი მზადაა დიალოგის მხარდასაჭერად“, – განაცხადეს ევროკომისიაში.
მასობრივი არეულობის ფონზე, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
დღეს რუსეთმა ყაზახეთში სამხედრო ძალების გადასროლა დაიწყო. კოლექტიური სამშვიდობო ძალების კონტინგენტში რუსეთის, ბელარუსის, სომხეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის დანაყოფები შედიან.