UNESCO-მ “TV პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა.
ორგანიზაციის ვებგვერდზე მითითებულია, რომ ლაშქარავა მოკლულია 5 ივლისს საქართველოში.
ლექსო ლაშქარავას ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ლაშქარავას სასტიკად სცემეს და სახის ძვლები ჩაუმტვრიეს, რის გამოც სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა.
თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს ლექსო ლაშქარავა დედამ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა.