spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნედ პრაისი – ველოდებით რა ლოგიკური დასაბუთებით ახსნიან უცხოელი ჯარების შეყვანას თავიანთ მიწაზე

რუსეთისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სხვა წევრი სახელმწიფოების სამხედროების ყაზახეთში გაგზავნასთან დაკავშირებით ვაშინგტონს კითხვები აქვს, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ვაშინგტონი ელოდება არგუმენტირებულ პასუხს, თუ რა საჭირო იყო ყაზახეთში სამშვიდობო კონტიგენტის გაგზავნა. 

 

“ჩვენ გვაქვს შეკითხვები ჯარების განთავსებაზე სწორედ იმიტომ, რომ ყაზახეთს, ყაზახეთის მთავრობას, აქვს რესურსები, საკუთარი რესურსები და მთავრობას თავად აქვს კარგი სამხედრო დაცვა. ამიტომ, ჩვენ ყაზახეთის მთავრობას ვუთმობთ ასპარეზს თქვან რა მიზეზით,  რა ლოგიკური დასაბუთებით ახსნიან, უცხოელი ჯარების გადასხმას თავიანთ მიწაზე. 

 

როგორც ვთქვი, ჩვენ ყურადღებით დაკავირდებით ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას ადამიანის უფლებების წინააღმდეგ და დავაკვირდებით უცხო ჯარების ნებისმიერ ძალისხმევას და მოქმედებას ყაზახეთში

 

იმედი გვაქვს, რომ ყაზახეთი მალე გადაწყვეტს პრობლემებს, რომელიც ფუნდამენტურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. როგორც ყაზახეთის მთავრობისა და ხალხის პარტნიორი, აშშ კვლავ მზადაა, ყაზახ ხალხთან და ქვეყნის ხელისუფლებასთან თანამშრომლობა განაგრძოს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

 

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის „სამშვიდობო ძალები“ ყახაზეთში ამ ქვეყნის ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე გაგზავნეს. ყაზახეთში უკვე ჩავიდნენ რუსი და ბელარუსი სამხედროები. როგორც ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, ისინი ყაზახეთში საბრძოლო მოქმედებებში არ მიიღებენ მონაწილეობას.

 

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, შეტაკებების დროს 26 ადამიანია გარდაცვლილი, 18 კი დაჭრილი, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლი გაცილებით დიდია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები