spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზაალ უდუმაშვილი – როდესაც ქვეყანაში მასობრივი პოლიტიკური დევნაა, დემოკრატიული პროცესების გაუმჯობესებაზე საუბარი არ არის

როდესაც ქვეყანაში არის მასობრივი პოლიტიკური დევნა, ამას ყველა ხედავს და ბუნებრივია, არ არის საუბარი რაიმე დემოკრატიული პროცესების გაუმჯობესებაზე,  – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზაალ უდუმაშვილმა „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, საქართველოს მაჩვენებლები დემოკრატიის კუთხით გაუარესდა. 

 

უდუმაშვილის თქმით, ამ ხელისუფლების პირობებში არავინ ელოდება დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებას. 

 

“როდესაც “ქართული ოცნების” მიერ უზურპირებულია სასამართლო სისტემა, როდესაც ჩვენი ყველა პარტნიორი საქართველოს სასამართლო სისტემაზე საუბრისას იყენებს სიტყვას -კლანი, მაშინ როდესაც მედიაზე მიმდინარეობს უპრეცედენტო ზეწოლა, მედიამფლობელების მიმართ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, ქუჩაში კლავენ ჟურნალისტებს, როდესაც ქვეყანაში არის მასობრივი პოლიტიკური დევნა, ამას ყველა ხედავს და ბუნებრივია,  აქ არ არის საუბარი რაიმე დემოკრატიული პროცესების გაუმჯობესებაზე. ბუნებრივია,  ჩვენი ინდექსი ამის გამო შესაბამისად ქვევით ჩამოდის. 
ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ არ უნდა ველოდოთ რაიმე კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ ქვეყნის დემოკრატიის ხარისხის გასაუმჯობესებლად გადაიდგას, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის ცვლილება”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები