ეს არის არგუმენტი “შატალოსთვის”. როდესაც ჩვენს კოლეგებს თბილისში საქმის კეთება ეზარებათ და დასვენება მოუნდებათ იტყვიან, რომ წავედით რეგიონებშიო. კაცმა არ იცის რეგიონებში რას აკეთებენ, – ამის შესახებ “გირჩის” თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, ქალაქიდან გასვლა არ შეიძლება იმიტომ, რომ ჯერ გეგმა არ აქვთ ჩამოყალიბებული თუ რას და ვისთან ერთად აკეთებენ.
“როდესაც ჩვენს კოლეგებს თბილისში საქმის კეთება ეზარებათ და დასვენება მოუნდებათ იტყვიან, რომ წავედით რეგიონებშიო. კაცმა არ იცის რეგიონებში რას აკეთებენ, მაგრამ ხალხს ჰგონია, რომ საქმეზე არიან წასულები. ჩემი აზრით, ახლა საქმის კეთება თუ გინდა, დედაქალაქიდან გასვლა არ შეიძლება იმიტომ, რომ ჯერ გეგმა არ გაქვს ჩამოყალიბებული – რას აკეთებ, ვისთან ერთად აკეთებ, რას აპირებ, როგორ წარმოგიდგენია “ქართული ოცნების” შემდეგ ხელისუფლება, რომ მართლა გადმოგაბაროს ქართველმა ხალხმა. ამ კითხვებზე რომ პასუხი არ გაქვს და რეგიონებში მიქუსლავ, ვითომ საქმის გასაკეთებლად, ჩემი აზრით, ეს არის არგუმენტი “შატალოსთვის”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ერთიანობის” ლიდერები საქართველოს რეგიონებში სიარულს აგრძელებენ. ისინი მოქალაქეებს ხვდებიან და წინასაარჩევნო საკითხებზე ესაუბრებიან.