ყაზახეთში 10 იანვარი ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამისი გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მიიღო.
ქვეყნის რამდენიმე რეგიონში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შედეგად მრავალრიცხოვანი ადამიანური მსხვერპლის გამო პრეზიდენტმა 10 იანვრის გლოვის დღედ გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო“, – წერს თოყაევის პრესმდივანი ბერიკ უალისი სოციალურ ქსელში.
ყახაზეთში არეულობის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა.
ქვეყანაში ვითარება ჯერ ისევ დაძაბულია და საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ყასიმ-ჟომართ თოყაევის თქმით, ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი აღდგენილია, თუმცა ადგილობრივი მედიის ცნობით, დღეს დილიდან ქალაქ ალმათიში კვლავ ისმოდა ინტენსიური სროლები.
ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქალაქ ალმათიში დაკავებულია 4 000-ზე მეტი პირი.