spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თეონა აქუბარდია – ფაქტია და მონაცემებია, რომ დემოკრატიის ხარისხი სულ უფრო იკლებს საქართველოში

მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნება” გვიმტკიცებს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ, გასაოცარი დემოკრატიის ხანაში,  ფაქტია და მონაცემებია, რომ დემოკრატიის ხარისხი სულ უფრო იკლებს საქართველოში, –  ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ  „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ გამოქვეყნებული დემოკრატიის კუთხით გაუარესებული მონაცემების კომენტირებისას განაცხადა. 

 

აქუბარდიას თქმით, მმართველი ძალის ინტერესი არა დემოკრატიის განმტკიცება, არამედ რეჟიმის შენარჩუნებაა. 

 

“მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნება” გვიმტკიცებს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ, გასაოცარი დემოკრატიის ხანაში,  ფაქტია და მონაცემებია, რომ დემოკრატიის ხარისხი სულ უფრო იკლებს საქართველოში. 2017 წელს 64 იყო მთლიანი ქულა საქართველოს დემოკრატიის ინდექსის და ჩვენ ჰიბრიდულ რეჟიმში ვართ, 2021 წელში უკვე არის 60 ქულა და მნიშვნელოვნად არის დაკლებული პოლიტიკური უფლებების მაჩვენებელი. ვშორდებით დასავლეთს და ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს,  რომ “ქართული ოცნებისთვის” დემოკრატიის  განმტკიცება ქაღალდზე არის საინტერესო, თუმცა რეალობაში არის საკუთარი რეჟიმის უსაფრთხოება”, – განაცხადა აქუბარდიამ. 

 

“ფრიდომ ჰაუსის“ მონაცემების მიხედვით, საქართველოს მაჩვენებლები დემოკრატიის კუთხით გაუარესდა. ქვეყანას, რომელსაც ორგანიზაცია გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიას ანიჭებს, გასულ წელს 100-დან 38 ქულა ჰქონდა, წელს ეს მაჩვენებელი 36-ს შეადგენს.  ქულა გაუარესებულია გლობალური თავისუფლების კუთხითაც. საქართველოს მაჩვენებელი 61-დან 60 ქულაზე დავიდა. ორგანიზაციის კრიტერიუმებით, საქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალი ქვეყანაა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები