კვიპროსში კორონავირუსის დელტა და ომიკრონ შტამების გაერთიანებული ვარიანტი – დელტაკრონი აღმოაჩინეს.
კვიპროსის უნივერსიტეტის ბიოლოგიურ მეცნიერებათა პროფესორის, ბიოტექნოლოგიისა და მოლეკულური ვირუსოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელის ლეონდიოს კოსტრიკისის თქმით, ამჟამად არის ომიკრონისა და დელტას ერთობლივი ინფექციები.
“ჩვენ აღმოვაჩინეთ შტამი, რომელიც ამ ორის კომბინაციაა”, – აღნიშნავს ის.
მეცნიერებმა კვიპროსში დელტაკრონის 25 შემთხვევა გამოავლინეს.