ხვალ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” პოლიტსაბჭოს სხდომაა ჩანიშნული, სადაც სამოქმედო გეგმის დეტალებზე იმსჯელებენ.
ენმ-ში აცხადებენ, რომ ოპოზიცია პოლიტიკური ბრძოლის ახალი მეთოდისთვის ემზადება და რეგიონებში გასვლებს გეგმავს.
“მასობრივი, სახალხო პროტესტები უნდა დაიწყოს საქართველოს ყველა ქალაქსა და რეგიონში. ძალიან მნიშვნელოვანია ამ გაძვირების ფონზე, როცა გაძვირდა კომუნალური გადასახადები, ელექტროენერგია, გაზი, გაძვირდა საწვავი, გაძვირდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქში, გაძვირდა პირველადი მოხმარების პროდუქტები, მედიკამენტები, ამ გაძვირების ფონზე, ამ უსამართლობის ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია დიდი სახალხო პროტესტი და მოძრაობა, რომელიც შეიწირავს, პირდაპირი მნიშვნელობით, რუს ოლიგარქს და მის კრიმინალურ ხელისუფლებას”, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.