ამერიკის დელეგაციის, შაჰინისა და ტერნერის ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, როგორი მხარდაჭერა აქვს საქართველოს დემოკრატიისთვის ბრძოლაში, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა განაცხადა.
“ამერიკის დელეგაციის, შაჰინისა და ტერნერის ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, როგორი მხარდაჭერა აქვს საქართველოს დემოკრატიისთვის ბრძოლაში, რომ იყოს ცივილიზებული სამყაროს პარტნიორი და არა რუსეთის ვასალი. ამავე დროს, დავინახეთ, ხელისუფლების დამოკიდებულება შეხვედრებზეც და რაც ყველაზე მთავარია, ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა მათთან შეხვედრაზე. ეს არის ტესტი, რაც გვაჩვენებს, რომ მათი მხრიდან, აშშ და დასავლეთი კვლავ არის კონფრონტაციის ობიექტი”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
კონგრესმენი მაიკ ტერნერი და სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ.