spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ფავლენიშვილი – გაერთიანების “სამართლებრივი სახელმწიფოსთვის’’ ერთ-ერთი მთავარი მიზანი საჯარო მოხელეების ე.წ. შავი სიის შექმნა იქნება

“დავაფუძნეთ გაერთიანება ,,სამართლებრივი სახელმწიფოსთვის’’, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება საჯარო მოხელეების ე.წ. შავი სიის შექმნა”, – ამის შესახებ Front News-ს სამოქალაქო აქტივისტმა ირაკლი ფავლენიშვილმა განუცხადა.

 

მისი თქმით, შექმნეს ვებგვერდი, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება ინფორმაციის ატვირთვა. 

 

“დამფუძნებლები ვართ სამი ადამიანი.  იყო  შუქრი ბურჭულაძის იდეა, დამფუძნებლები ვართ ასევე მე და  მიხეილ რამიშვილი. ამ საქმით დაინტერესდნენ აქტივისტებიც და ადვოკატები.  ძირითადი იდეაა, რომ გვაქვს ვებგვერდი შექმნილი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება  ინფორმაციის ატვირთვა. მიზანია, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლები, რომლებიც პოლიტიკური მოტივაციით სისტემატურად არღვევენ მოქალაქეების უფლებებს და ძირს უთხრიან ქართულ დემოკრატიას,  როგორც მინიმუმ უნდა წავიდნენ სახელმწიფო სამსახურიდან. ასე შეიქმნება იმ ადამიანების სია,  ვინც ჩართულია ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში”, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

 

“რაც შეეხება ტერმინს “შავი სია”, ფავლენიშვილის თქმით, შესაძლოა, ეს ტერმინი ვინმეს არ მოსწონს, მაგრამ მისი მიზანი რეალურად დემოკრატიის განვითარების  ხელშოწყობაა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები