spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უენდი შერმანი – არ დავუშვებთ, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა ვინმემ დახუროს

არ დავუშვებთ, რომ  ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა ვინმემ დახუროს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ უენდი შერმანმა ჟენევაში რუს კოლეგასთან სერგეი რიაბკოვთან გამართული შვიდსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა. 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთის წარმომადგენელთან ერთად განიხილა დეესკალაციისკენ მიმართული ორმხრივი ნაბიჯები სარაკეტო სისტემებთან და სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით. 

 

ამასთან, მან კიდევ ერთხელ გააფრთხილა რუსეთი, რომ უკრაინაში შეჭრა მას ძვირად დაუჯდება და მოუწოდა რუსეთს, გაიყვანოს სამხედროები უკრაინის საზღვრიდან.

 

უენდი შერმანის თქმით, მან გამორიცხა რუსეთისთვის რაიმე გარანტიების მიცემა უკრაინის ნატო-ში არგაწევრიანების საკითხზე.

 

“ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ უსაფრთხოების საკითხზე შეთავაზებებს, რომლებიც აშშ-ისთვის უბრალოდ მიუღებელია. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ვინმემ დახუროს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები