spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რიკოთზე ავარიის შედეგად 7 მანქანა დაზიანდა

რიკოთზე უამინდობის გამო ერთმანეთს შვიდი ავტომობილი შეეჯახა. 

 

გავრცელებული კადრების მიხედვით, ავარიაში სამარშრუტო ტაქსიც მოჰყვა. 

 

“მთავარი არხის” ინფორმაციით, დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის 11 კლინიკებში სხვადასხვა სახის დაზიანებებით გადაიყვანეს.

 

“საშინელი ავარიაა, 7 მანქანაა დაზიანებული, არიან დაშავებულები. საშინელება ხდება”, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

 

მოქალაქეების თქმით, გზები არ იწმინდება და ტექნიკურ მარილს არ ყრიან, რის გამოც გადაადგილება ჭირს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები