spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – ვემზადებით მასშტაბური სახალხო გამოსვლებისთვის

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტია მასშტაბური სახალხო გამოსვლებისთვის ემზადება.

 

“პარტიის მთავარი გადაწყვეტილება, რომელიც მათ შორის იქნა გუშინ მიღებული პოლიტსაბჭოზე არის ის, რომ იქნება მათ შორის რეგიონებში შეხვედრები და მობილიზება კონკრეტული თარიღისთვის, და ამასობაში რა თქმა უნდა, აქციები ყველა ქალაქსა თუ რეგიონში. იმიტომ რომ ელექტროენერგიის ფასი  გაძვირდა, იმიტომ რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასი გაორმაგდა თბილისში, იმიტომ რომ საწვავი 3 ლარი ღირს და ძვირდება ყველაფერი, მათ შორის მედიკამენტები და პრდუქტები. ამიტომ, რა თქმა უნდა, გვექნება გეგმებთან დაკავშირებით საუბარი, გამოსვლის შემდეგ შეიძლება უფრო კონკრეტული ვიყო ამ მიმართულებით, მარტივი მიზეზით, ჩვენ ვემზადებით მასშტაბური სახალხო გამოსვლებისთვის ჩვენ ქვეყანაში, რომ მივაღწიოთ რიგგარეშე ვადამდელ არჩევნებს.

 

გაჭირვებაში მყოფმა მოქალაქეებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ტყვეობა ნიშნავს მინიმუმ 10 მილიარდი დოლარი ინვესტიციის ტყვეობაში ყოფნას, რაც გულისხმობს დამატებით მინიმუმ 200 ათასამდე სამუშაო ადგილების შექმნას. სააკაშვილის ტყვეობა ნიშნავს 10 მილიარდის გამოკეტვას ციხეში, 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის მძევლად აყვანას.

 

მნიშვნელოვანია გავიაზროთ ერთი რამ – ქვეყნის მთავარი რეფორმატორი და ინვესტორი, რომელსაც შეუძლია მილიარდობით დოლარის ინვესტიციის მოტანა ქვეყანაში, ნაცლად იმისა, რომ გამოვიყენოთ ჩვენი ხალხისთვის, რუსებს ჰყავთ ქართველების ხელით დატყვევებული”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები