ყაზახეთში ახალი მთავრობა დაამტკიცეს.
პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ალიხან სმაილოვმა დაიკავა, რომელიც წინა მთავრობაში პირველი ვიცე-პრემიერი იყო.
თანამდებობები შეინარჩუნა რამდენიმე ძველმა მინისტრმა. ცვლილებები არ შეეხო შსს-ს, საგარეო საქმეთა, ფინანსთა, თავდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს.
ახალი ხელმძღვანელები ეყოლება ინფორმაციის, ენერგეტიკის და ინდუსტრიის სამინისტროებს.
ყაზახეთის მთავრობა 2 იანვარს დაწყებული საპროტესტო გამოსვლების შემდეგ გადადგა.