ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის ორი მესამედია დაუცველი და აუცრელი. შესაძლოა, აქ გაცილებით მძიმე მიმდინარეობა ჰქონდეს „ომიკრონს“, – აცხადებს ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტი აკაკი ზოიძე.
“ახლა არის კრიტიკული ორი თვე წინ, როდესაც რამდენიმე ათობით ათასს გადააჭარბებს დღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა. ჩვენი ამოცანაა რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მოხვდეს საავადმყოფოში“, – განაცხადა ზოიძემ.
საქართველოში “ომიკრონით“ ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხევევების რაოდენობა 1000-ს უახლოვდება.
ქვეყანაში ამ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები 20 დეკემბერს გამოვლინდა.