უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში დაახლოებით 20-ზე მეტი კადიროველი ტყვედ აიყვანეს. ინფორმაცია და კადრები უკრაინის შეიარაღებული ძალების პროექტმა – Khochu Zhit 11 აგვისტოს გამოაქვეყნა.
ინფორმაციის თანახმად, დატყვევებული სამხედროები სპეცრაზმ “ახმატიდან” არიან.
პოსტის გამოქვეყნებამდე ნახევარი საათით ადრე რამზან კადიროვი წერდა, რომ “ახმატის” მებრძოლებმა საზღვაო ქვეითთა 810-ე ცალკეულ გვარდიულ ბრიგადასთან ერთად, უკრაინული ტექნიკის კოლონა და სამხედროები გაანადგურეს.