spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მოსამართლემ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა

მოსამართლე გიორგი არევაძემ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა.

 

მოსამართლის გადაწყვეტილებით ბრალი გადაკვალიფიცირდა და საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე ბრალდებულები 7-წლიანი პატიმრობიდან თავისუფლდებიან.

 

მოსამართლის განმარტებით, მოხდა მათი ბრალის გადაკვალიფიცირება და არა გამართლება.

 

“მამუკა ხაზარაძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა შვიდი წლის ვადით. მამუკა ხაზარაძე სისხლის სამართლის დევნის ხანხაზმულობის გამო გათავისუფლდეს სასჯელისგან.  მამუკა ხაზარაძის მიმართ გამოყენებული იყოს გირაო და დამატებითი ვალდებულება, საზღვრის დატოვების აკრძალვა გაუქმდეს, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 აგვისტოს განჩინებით მამუკა ხაზარაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა უძრავ ქონებაზე.

ბადრი ჯაფარიძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა შვიდი წლის ვადით. სისხლის სამართლის კოდექსის 269-ე მეხუთე ნაწილი „გ“ ქვეპუნქტით თანახმად, ბადრი ჯაფარიძე გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელისგან.

ავთანდილ წერეთლის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გე“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 25-180 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბე“ ქვეპუნქტზე. ავთანდილ წერეთელი ცნობილ იქნას დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 25-180 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბე“ ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა შვიდი წლის ვადით. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „გე“ ქვეპუნქტის თანახმად, ავთანდილ წერეთელი სისხლის სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელისგან“, – განაცხადა მოსამართლემ.

 

ხაზარაძე და ჯაფარიძე, რომლებიც განაჩენის გამოცხადებას პარტიის ოფისში ელოდებოდნენ, გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

 

განაჩენს გაასაჩივრებს ავთანდილს წერეთელიც.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები