“ლელოს” ლიდერები მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
მათი თქმით, ბრძოლა გრძელდება იმისთვის, რომ სიმართლე დადგინდეს.
“ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, იმიტომ, რომ არ ვეთანხმებით, არანაირი დანაშაული არ მომხდარა, არანაირი დანაშაულის ნიშანწყალი არ არსებობს, არანაირი დანაშაულის ნიშანწყალი არ არსებობს. ეს იყო ბრძოლა ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ფინანსური ინსტიტუტის გადასარჩენად, რომელიც გადავარჩინეთ, გავხადეთ ჩვენი ქვეყნის წარმატების სახედ და ჩვენ იგივეს მივაღწევთ პოლიტიკაშიც”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო, თუმცა საქმის ხანდაზმულობის გამო, საპატიმრო სასჯელი არ შეუფარდა