spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – მიშამ ზუსტად იცის, რომ 26 ოქტომბერს ისიც თავისუფალი იქნება და ქვეყანაც

მიშა არის ძალიან მაგრად, ბრძოლის განწყობაზე, ზუსტად იცის, რომ 26 ოქტომბერს ისიც თავისუფალი იქნება და ქვეყანაც, –  ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ და “ერთიანობის” ლიდერმა თინა ბოკუჩავამ გორში  განაცხადა.

“ყველგან, სადაც ჩავდივარ, ყველა კითხულობს თუ როგორ არის მიშა და მიშა არის ძალიან მაგრად, ბრძოლის განწყობაზე. მიშამ ზუსტად იცის, რომ 26 ოქტომბერს ისიც თავისუფალი იქნება და ქვეყანაც. თავისუფლება  ჩვენს ქვეყანას, თავისუფლება მიშას! გამარჯვება თითოეულ თქვენგანს და ჩვენს ქვეყანას 26 ოქტომბერს. მჯერა, რომ ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენს ქვეყანაში უნდა მოვიტანოთ განვითარება, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური განვითარება, სამუშაო ადგილები, ხარისხიანი განათლება, ჯანდაცვა, ახალგაზრდები უნდა რჩებოდნენ საქართველოში. ის, ვინც წასულია, უნდა დავაბრუნოთ საქართველოში, უნდა გავამთლიანოთ ოჯახები, რომლებიც ახლა გახლეჩილია და ბავშვები უდედოდ იზრდებიან.

აქ, გორში ჯერ კიდევ 2012 წელს იყო უამრავი გეგმა, რომელიც უნდა განხორციელებულიყო, მათ შორის, გორის უნივერსიტეტის რეაბილიტაცია, მშენებლობა, მათ შორის, გორის ციხის რეაბილიტაცია, რომელსაც ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს. ასევე უნივერსიტეტის რეაბილიტაცია, დამატებითი ლაბორატორიების, დამატებითი შენობების აშენება, რადგან განათლება არის მთავარი ფუნდამენტი საზოგადოებისთვის. შეუძლებელია, რომ არ იყოს განათლებული ახალგაზრდობა, არ გვქონდეს ის განათლების სისტემა, რომელიც შემდეგ კონკურენტუნარიანს გაგვხდის ჩვენ და ჩვენს ახალგაზრდებს გლობალურ ბაზარზე, რომ ჩვენ მივაღწიოთ წარმატებას”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები