spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამია – მიიჩნევს, რომ დღის წესრიგის მთავარი თემა უნდა იყოს, თუ რა მდგომარეობაშია ქართველი ხალხი და სახელმწიფო

“მიიჩნევს, რომ დღის წესრიგის მთავარი თემა უნდა იყოს, თუ რა მდგომარეობაშია ქართველი ხალხი და საქართველოს სახელმწიფო, რომელიც მიტაცებულია. მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთაც და ტყვეობაც უკავშირდება სწორედ ამას”, – ამის შესახებ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დატოვების შემდეგ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ისაუბრა. 

 

“თავს გრძნობს ისე, როგორც ადამიანი, რომელიც იმყოფება იმ სისტემაში, რომელთანაც მას არაჰუმანურად და ღირსების შემლახავად და არაადამიანურად მოექცნენ.

 

ვისაუბრეთ ხვალინდელ პროცესზე, დაახლოებით იმ შტრიხებზე, რა შეიძლება იყოს, როგორ, რაზე უნდა ისაუბროს და ა.შ. აზრები გავცვალეთ. დანარჩენს ხვალ ის თვითონ ისაუბრებს დაწვრილებით, უბრალოდ ერთი რემარკა მინდა გავაკეთო – ის მიიჩნევს, რომ დღის წესრიგის მთავარი თემა არის და უნდა იყოს კიდევაც ის, თუ რა მდგომარეობაშია ქართველი ხალხი და საქართველოს სახელმწიფო, რომელიც მიტაცებულია. ამიტომ სრულიად მისი პირადი პოზიციაც არის და ეთანხმება იმ პოლიტიკოსების პოზიციას, ვინც ამგვარად მიიჩნევს სწორედ და ფიქრობს, რომ მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთაც და ტყვეობაც უკავშირდება სწორედ ამას და არა პირიქით, დანარჩენზე თვითონ ისაუბრებს დაწვრილებით და მოვისმენთ ხვალ”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები