უკრაინელი დამცველები კურსკის რეგიონში ოპერაციას აგრძელებენ. ისინი აკონტროლებენ დაახლოებით ათას კვადრატულ კილომეტრს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა.
“ჩვენ ვაგრძელებთ შეტევითი ოპერაციის განხორციელებას კურსკის ოლქის ტერიტორიაზე.
ამ დროისთვის, დაახლოებით ათასი კვადრატული კილომეტრი რუსეთის ტერიტორია ჩვენი კონტროლის ქვეშაა“, – განაცხადა სირსკიმ.
მისი თქმით, უკრაინელი დამცველების ჯგუფები აგრძელებენ დაკისრებული ამოცანების შესრულებას. ბრძოლები თითქმის მთელ ფრონტზე მიმდინარეობს. ამავდროულად, ბრძოლის ველზე ვითარება უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლს ექვემდებარება.
შტაბის სხდომაზე ანგარიშის მოსმენის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სთხოვა გენერალს მადლობა გადაუხადოს უკრაინელ დამცველებს ურყეობის და გამბედაობისთვის.
ამ დროისთვის კურსკის რეგიონში სამხედრო ოპერაციების რუკა ასე გამოიყურება:
კურსკის ოლქში ბრძოლები გასულ კვირას დაიწყო. რუსეთმა მალევე განაცხადა, რომ “უკრაინელი სამხედროები შევიდნენ რეგიონში”. დღეს რუსეთმა აღიარა, რომ კურსკის ოლქის 28 დასახლებაზე კონტროლი დაკარგა მას შემდეგ, რაც რეგიონში ბრძოლები დაიწყო.
მიმდინარე ოპერაციაზე უკრაინას ოფიციალური კომენტარი დღემდე არ გაუკეთებია.