spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – ჩვენ დავასრულებთ ამ ომს ისე, როგორც უკრაინას სჭირდება

უკრაინა ომს რუს ოკუპანტებთან თავისივე პირობებით დაასრულებს. უკრაინის სახელმწიფოს უსაფრთხოება დაუბრუნდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ახალგაზრდულ ფორუმზე განაცხადა.

“ჩვენი სახელმწიფოს სახელით შემიძლია დაგპირდეთ ყველაზე მნიშვნელოვანს: უკრაინას, ომის მძიმე ვითარების მიუხედავად, არ ეყოლება დაკარგული თაობა , ჩვენ დავასრულებთ ამ ომს ისე, როგორც უკრაინას სჭირდება და დავუბრუნებთ ჩვენს სახელმწიფოს უსაფრთხოებას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ახალგაზრდა თაობას ყოველთვის ექნება შესაძლებლობა მოახდინოს მისი ნიჭის რეალიზება, თავი იგრძნოს საჭიროდ, უზრუნველყოს ოჯახი და შვილებს განათლება მისცეს.

“ეს ყველაფერი ფუნდამენტური რამ არის, რაც ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ და ეს ასეც იქნება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები