უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში, უპირველეს ყოვლისა, მიზნად ისახავს უკრაინის სასაზღვრო ტერიტორიის დაცვას, რომელიც ექვემდებარებოდა სისტემატურ დაბომბვას რუსეთის ტერიტორიიდან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აიღეს კონტროლი კურსკის ოლქის ზუსტად იმ ტერიტორიებზე, საიდანაც ხდებოდა სუმის რეგიონის დაბომბვა.
“1 ივნისიდან დღემდე, არის თითქმის 2100 თავდასხმა სუმის რეგიონის ტერიტორიაზე. ამიტომ, ჩვენი ოპერაციები არის მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოების საკითხი, საზღვრის ტერიტორიის გათავისუფლება რუსი სამხედროებისგან“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა უკრაინულ ქვედანაყოფებს, რომლებიც ავსებენ უკრაინის გაცვლითი ფონდი.
“ეს ჩვენთვის ფუნდამენტურია – ყველა ჩვენი ხალხის დაბრუნება რუსული ტყვეობიდან. შტაბის სხდომაზე შესაბამის სტრუქტურებს დაევალათ ამ საკითხზე მკაფიო სტრატეგიის წარმოდგენა”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, პუტინს “კურსკის” კატასტროფა უბრუნდება.
“24 წლის წინ იყო “კურსკის” კატასტროფა – მისი მმართველობის სიმბოლური დასაწყისი; ახლა კი ვხედავთ, რა არის მისთვის დასასრული – ისევ კურსკი, მისი ომის კატასტროფა. ეს ყოველთვის ემართებათ მათ, ვისაც სძულს ადამიანები და ნებისმიერი წესები. რუსეთმა სხვებს ომი მოუტანა, რომელიც ახლა სახლში ბრუნდება.
უკრაინას ყოველთვის მხოლოდ მშვიდობა სურდა და ჩვენ აუცილებლად უზრუნველვყოფთ მშვიდობას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.