გორთან ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 4 მოზარდია.
თვითმხილველების თქმით, თოვლიანი გზა გაწმენდილი არ არის, ასევე გამორთულია გარეგანათებაც.
“მთავარი არხის“ ინფორმაციით, პარალელურად, იგოეთთან მოცურდა ერთი მანქანა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ასევე, ორი ავარია მოხდა ავტობანის გორი-რუისის მონაკვეთზეც.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.