ზუგდიდში ბუკიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსში გაჩენილ ხანძარს 6 წლის ტყუპების სიცოცხლე ემსხვერპლა.
ბინაში მყოფი კიდევ ორი მცირეწლოვნის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ისინი კლინიკაში გადაიყვანა.
მეზობლების ინფორმაციით, დედა და 4 მცირეწლოვანი ბინაში მდგმურად იმყოფებოდნენ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. დაწყებულია გამოძიება.