სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ჯანდაცვის სამინისტროს წინ აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები უკვე მეორე დღეა ხელფასების გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობებსების მოთხოვნით გაფიცვას მართავენ.
გაფიცულია 400-მდე თანამშრომელი.დედაქალაში მიმდინარე აქციას სოციალური აგენტები რეგიონებიდანაც უერთდებიან.
ისინი არ ეთანხმებიან ხელფასების 60 %-ით ზრდას, რის შესახებაც ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გააკეთა.
გაფიცულები აცხადებენ, რომ პროტესტი იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე ხელფასების გაორმაგება არ მოხდება.