ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი დავით გადელია „ომიკრონის“ გავრცელების და აცრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
“ძალიან იცავს!
ეპიდემიოლოგიაში ყოველ წვრილმანს და დეტალს აქვს მნიშვნელობა: ორკაციან მაგიდაზე სადილობა ხინკლით (ანუ, საერთო ლანგარიდან გადასაღები საკვები), ლუდის წრუპვით და საუბრის თანხლებით არის „ომიკრონისთვის“ 100%-იანი გადამდები კონტაქტი, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე!
დაავადებული წინა დღის გატესტილი იყო (უარყოფითი), ხოლო ერთობლივი სადილიდან მეორე დღეს უკვე სიმპტომები გაუჩნდა და ახალმა ტესტმაც დადებითი აჩვენა – ანუ, კონტაქტის დროს, ვირუსის გავრცელების მხრივ, მაქსიმალურად სახიფათო. ჩემმა ბუსტერმა ასეთ სიტუაციაშიც გაქაჩა, თუმცა გადარჩენის შანსი, ასეთი კონტაქტისას, აცრის იმედად 30-40% -ზე მეტი მაინც არაა…
ცოტა კიდეც დამწყდა გული- ორგანიზმი ვირუსთან საბრძოლველად მზად მქონდა, თუმცა მაინც ჯობია, რომ არ დამემართა! წუხელ გავიტესტე – უარყოფითი და არც არაფერი მაწუხებს”, – წერს ექიმი სოციალურ ქსელში.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fdavid.gadelia1%2Fposts%2F5481425848539798&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”406″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>