spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მარიამ ჯიშკარიანი – სასწრაფოდ არის ზომები მისაღები, უნდა გადავადდეს სასჯელი

თუ კი ვერ მკურნალობ ციხეში,  ეს არის პირდაპირი ჩვენება, რომ ადამიანს სასჯელი გადაუვადდეს, – ამის შესახებ  ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. 

 

მისივე განმარტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის შესახებაც დღეს სახალხო დამცველის ეგიდით შეკრებილმა კონსილიუმის წევრებმა ისაუბრეს, სასწრაფოდ ზომების მიღებას საჭიროებს. 

 

“ჩვენ ამას ვპროგნოზირებდით – ის, რომ არ ალაგდა ვერნიკეს ენცეფალოგრაფია სწრაფად, სწორედ მიუთითებდა იმას, რომ არ მიმდინარეობდა სწორად მკურნალობა, ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით.  სასწრაფოდ არის ზომები მისაღები, უნდა გადავადდეს სასჯელი.  ექსპერტიზის დასკვნა იქნება სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით.  მექნება იურისტებთან საუბარი, რომ მიმართონ სასამართლოს სასჯელის გადავადების მოთხოვნით. გადავადების ერთ-ერთი პირობა არის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ვერ მკურნალობ ციხეში. თუ კი ვერ მკურნალობ ციხეში, ეს არის უკვე პირდაპირი ჩვენება, რომ ადამიანს სასჯელი გადაუვადდეს”, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები