spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პეტრე ცისკარიშვილი – ეს არის ბოლო პერიოდის ყველაზე მკაფიო სიგნალი იმის ნიშნად, რომ ქვეყანას მართავს დანაშაულებრივი სინდიკატი

ჰელსინკის კომისიამ გუშინ გააკეთა ოფიციალური განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ “ქართული ოცნება” ე.წ. ქოლცენტრების ქსელის მეშვეობით ჩართულია საერთაშორისო დანაშაულში, ძარცვავს უცხოეთის მოქალაქეებს და ამ შავ, კრიმინალურ ფულს იყენებს ოპოზიციის წინააღმდეგ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

“აშშ-ის ევროპასთან თანამშრომლობისა და უსაფრთხოების კომისიამ, რომელიც ცნობილია, როგორც ჰელსინკის კომისიამ გუშინ გააკეთა ოფიციალური განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ “ქართული ოცნება” ე.წ. ქოლცენტრების ქსელის მეშვეობით ჩართულია საერთაშორისო დანაშაულში, ძარცვავს უცხოეთის მოქალაქეებს და ამ შავ, კრიმინალურ ფულს იყენებს ოპოზიციის წინააღმდეგ და საქართველოში დემოკრატიის გასანადგურებლად.

რას ნიშნავს ეს განცხადება – ეს არის ბოლო პერიოდის ყველაზე მკაფიო სიგნალი იმის ნიშნად, რომ ქვეყანას მართავს დანაშაულებრივი სინდიკატი. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური განცხადება, არამედ სამართლებრივად გამყარებული ბრალდება, რომელიც არ გაჟღერდებოდა, რომ არ არსებობდეს უტყუარი მტკიცებულებები აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით.

უნდა გვახსოვდეს, რომ “ოცნების” აფერა და ტყუილია, რომ თითქოს თუ ისინი გაიმარჯვებენ, “დააალაგებენ” ურთიერთობას დასავლეთთან. ამ მთავრობამ უკვე არაერთხელ გადაკვეთა შიდა საერთაშორისო პოლიტიკური წითელი ხაზები, ამ დანაშაულს მათ არავინ აღარ აპატიებთ.

რასაც ისინი ოპოზიციას აბრალებდნენ, აღმოჩნდა, რომ თვითონ ყოფილან ამ საქმიანობაში ჩართული. ამ ხელისუფლების პირობებში, იმ ურთიერთობასაც ვერ შევინარჩუნებთ, რაც გვაქვს. ამიტომ, 26 ოქტომბერს უნდა მივიღოთ ისტორიული გადაწყვეტილება”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები