spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამია – დანარჩენ კადრებს რომ ვნახავთ, შეიძლება წამების კვალიფიკაციაზეც ვისაუბროთ

რაც ვნახეთ,  იქედანაც იკვეთება არადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა, თუმცა დანარჩენ კადრებს რომ ვნახავთ, შეიძლება წამების კვალიფიკაციაზეც ვისაუბროთ, –  აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია. 

 

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში  მიხეილ სააკაშვილის გლდანის #18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრების სანახავად მივიდნენ. 

 

ნიკა გვარამიას განცხადებით, ამ მასალაზეა დამოკიდებული,  თუ რა კვალიფიკაცია მიეცემა საქმეს. 

 

“პროკურატურის უარი დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით, ცხადია,  გასაჩივრდება, თუმცა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელმისაწვდომობა გვაქვს საქმის მასალებთან, პირველ რიგში,  ჩვენთვის საინტერესოა ვიდეო კადრები, რომ პენიტენციურმა სამსახურმა გადასცეს სახელმწიფო ინსპექტორს. ჩვენ არ ვიცით შინაარსი, არც ქრონომეტრაჟი, არც ის ვიცით, ეს უწყვეტი კადრებია თუ დაჭრილი. ჩვენ აქამდე არაფერი გვინახავს, რაც ვნახეთ, ის არის იუსტიციის სამინისტროს დამონტაჟებული კადრები, რომელიც რეალობას სრულად არ ასახავს, თუმცა,  რაც ვნახეთ იქედანაც იკვეთება არადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა, თუმცა დანარჩენ კადრებს რომ ვნახავთ, შეიძლება წამების კვალიფიკაციაზეც ვისაუბროთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მასალა ჩვენთვის გადამწყვეტად მნიშვნელოვანია”, – განაცხადა გვარამიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები