საქართველოში 3 მიწისძვრა მოხდა. სამივე სოფელ საბასთან დაფიქსირდა.
პირველი მიწისძვრა თბილისის დროით 02:28 საათზე მოხდა და ბიძგების სიმძლავრე 3.1 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.
შემდეგი ბიძგები 02:37 საათზე იყო და სიმძლავრემ 3.0 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
04:46 საათზე მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე კი 3.7 (ML) მაგნიტუდა იყო.