spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა პროტესტი შეწყვიტეს

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა პროტესტი შეწყვიტეს. ამის შესახებ „სოლიდარობის ქსელის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

 

“ეს არის მხოლოდ პირველი წინ გადადგმული ნაბიჯი! სოციალური აგენტები, სპეციალისტები, იურისტები – ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს არც იცნობებდნენ, ერთად იბრძოლეს, ერთად დაიწყეს „სოლიდარობის ქსელის“ პროფკავშირში ერთმანეთისვე გაძლიერება და თავდადებით მიაღწიეს პირველ მოგებას.

 

ჩვენ ვასრულებთ გაფიცვას შემდეგი პირობებით:

 

15 წელზე მეტია, სააგენტოში ხელფასები არ გაზრდილა და ჩვენ მივიღეთ ხელფასების 40%-60%-ით მატება; მივიღეთ ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება, რაც ნიშნავს, რომ ყოველი ბავშვის გაჩენის შემდეგ ყოველ თვე მშობელი მიიღებს იგივე ხელფასს, როგორც მუშაობისას; გაფიცულებს აუნაზღაურდებათ გაფიცული სამუშაო დრო; სოცაგენტები და უფროსი სოცაგენტები იქნებიან უზრუნველყოფილი ტრანსპორტით; გაუქმდება ერთთვიანი ხელშეკრულებები და ყველა დასაქმებულთან დაიდება ერთწლიანი ხელშეკრულებები; შეიქმნება სპეციალური საკომუნიკაციო პლატფორმა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის; უმჯობესდება დანამატის წესი და მოიხსნება 15-დღიანი ლიმიტი;

 

ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენი პროფკავშირული კოლექტიური ბრძოლა გრძელდება!, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები