გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში, ბრმა ტყვიით თანასოფლელმა 70 წლამდე მამაკაცი მოკლა.
ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელები ტყეში სანადიროდ იმყოფებოდნენ, რა დროსაც მამაკაცი შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.