spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სირსკი – უკრაინა კურსკის ოლქში 74 დასახლებას აკონტროლებს

უკრაინამ მოახერხა კურსკის ოლქის 74 დასახლების კონტროლი.  შეიარაღებული ძალების მებრძოლების წინსვლა გრძელდება, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის მუდმივ კავშირზეა სირსკისთან და გენერალი ფრონტზე არსებული სიტუაციის და კურსკის ოლქში ოპერაციის შესახებ აწვდის ინფორმაციას.

სირსკიმ ზელენსკის მოახსენა, რომ დღის განმავლობაში კურსკის ოლქში უკრაინელმა დამცველებმა შეძლეს წინსვლა გარკვეული მიმართულებით 1-დან 3 კილომეტრამდე. 40 კვადრატული კილომეტრის ფართობი კონტროლს ექვემდებარება.

“დღეს ჩვენი კონტროლის ქვეშ იმყოფება 74 დასახლებული პუნქტი. ვითარება, მიუხედავად საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობისა, კონტროლს ექვემდებარება. ჩვენ ვაგრძელებთ ოპერაციას“, – განაცხადა სირსკიმ.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინელ სამხედროებს “გაცვლის ფონდის“ შევსებისთვის, რადგან ეს უკრაინელი სამხედრო ტყვეების სახლში დაბრუნების საშუალებას მისცემთ.

კურსკის ოლქში ბრძოლები 6 აგვისტოს შემდეგ მიმდინარეობს, თუმცა უკრაინამ მხოლოდ 12 აგვისტოს დაადასტურა ოფიციალურად, რომ უკრაინის დამცველები კურსკის ოლქის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები