ახლა უკრაინამ იგივე გააკეთა, რაც ომის პირველ კვირებსა და თვეებში: მან აიღო ინიციატივა და დაიწყო სიტუაციის ჩვენი სახელმწიფოს სასარგებლოდ შემოტრიალება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ჩვენ, უკრაინელებს, შეგვიძლია მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს, შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ინტერესები და დამოუკიდებლობა. და ჩვენ სრულად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი მიღწევები. ასეც იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ფრონტის თითოეულ მიმართულებას, განსაკუთრებით კურსკის რეგიონს, და შესაბამისად, სასაზღვრო ტერიტორიის დაცვას ყურადღება კვლავაც ექცევა.
“რაც უფრო განადგურდება რუსი სამხედროების ყოფნა სასაზღვრო არეალში, მით უფრო ახლოს იქნება მშვიდობა და რეალური უსაფრთხოება ჩვენი ქვეყნისთვის. რუსეთის სახელმწიფომ პასუხი უნდა აგოს იმისთვის, რაც გააკეთა. და ეს ასეა. ვამაყობ ჩვენი ხალხით! დიდება უკრაინას!” – განაცხადა ზელენსკიმ.